დღეს გადავედით მეხუთე მოდულზე ( მოსწავლეთა პროექტის შეფასება) კიდევ ერთხელ გავეცანით განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას. შეფასების რუბრიკებს, განვიხილეთ სათითაოდ შეფასების ოთხი ტიპი (ანალიტიკური,ჰოლისტური, ზოგადი და კონკრეტული).
ვიმუშავეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაზე, ჯგუფური მუშაობის დაკვირვების ფურცელზე, აგრეთვე დავასრულე მოსწავლის ნიმუშის პრზენტაციაზე მუშაობა.
ტრენერმა შეგვიმოწმა ჩვენი პროექტის გეგმები, მომცა რამდენიმე მითითება, კერძოდ ჩემს მიერ არჩეული ზოგადი კითხვა შევცვალე, შეფასების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები მაქვს შესაცვლელი, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ, რომ ჩემი პროექტი უკეთ წარმოვაჩინო.
შემდეგ დავიწყე ელექტრონული გაზეთის შექმნაზე მუშაობა, შევარჩიე ინტერნეტიდან სურათები, საჭირო ინფორმაცია, გადმოვწერე და შევინახე რესურსებში.
ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და კარგი გამომივა.
ნელიკო, დარწმუნებული ვარ, ამ პროექტში მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება გამოგადგება შენს მოსწავლეებთან სამუშაოდ. გისურვებ წარმატებებს <3
ОтветитьУдалитьუღრმესი მადლობა, ასევე შენც წარმატებებს გისურვებ.
Удалить