суббота, 13 апреля 2019 г.

ინტელის ძირითადი კურსის რეფლექსია

    დღეს დავასრულეთ ინტელის ძირითადი კურსის ტრენინგი, ტრენინგის მსვლელობისას ვისწავლეთ  პროექტებით სწავლება, ტრენინგზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დაგვეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში. მოუსმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციებს, თითოეული კოლეგის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია იყო საინტერესო, განსაკუთრებით მომეწონა ლელა ბუთურიშვილის, თამარ ჭინჭარაულის, ლალი ბერიძის,  ციცინო ნათიძის, ქეთი პეტრიაშვილის, მადონა გველებიანის მიერ წარმოდგენილი პროექტი.
              შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები. დაუსვით კითხვები...
            ტრენინგი ჩემთვის საინტერესო იყო იმითაც, რომ გავიცანი საინტერესო კოლეგები.
 განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა ვუთხრა უსაყვარლეს ტრენერს, ქლბატონ ლია ნავროზაშვილს,რომელიც არის ძალიან გულისხმიერი და პროფესიონალი.
  და ბოლოს მინდა წარმატება ვუსურვო ყველა ჩემს კოლეგას,  როგორც პირად ისე პროფესიულ საქმიანობაში.

                                                                💔💙💚💛💜💔

სვანეთი

воскресенье, 7 апреля 2019 г.

მერვე დღე

 დღეს გადავედით მეშვიდე მოდულზე ( ფასილიტაცია ტექნოლოგიებით) გავიხსენეთ შეფასების სტრატეგიები. ვისწავლეთ, როგორ უნდა გაუწიოთ ფასილიტაცია მოსწავლეს, შევქმენით ფასილიტაციის საბუთი...
    ჩვენი ტრენინგის კიდევ ერთი საინტერესო და ნაყოფიერი დღის სასიამოვნო დასასრული, მართალია ძალიან დავიღალე, მაგრამ ვარ ძალიან კმაყოფილი, იმიტომ , რომ შემიძლია ვთქვა, რომ  ჩემს პროექტზე  მუშაობა თითქმის დავასრულე.
                                                          💓💓💓
  

суббота, 6 апреля 2019 г.

მეშვიდე დღე

        დღეს გადავედით მეექვსე მოდულზე ( დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის) როგორც წინა დღეების მეცადინეობა, დღესაც ძალიან შრომატევადი და საინტერესო დღე იყო. განვიხილეთ აღქმის სხვადასხვა სტილი, გავიხსენეთ  გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას, დიფერნციაციის სწავლების გათვალისწინებით  შევქმენით  დავალებები სხვადასხვა საჭიროების მქონე  მოსწავლეთათვის. სსმმ, არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის და ნიჭიერი მოსწავლისათვის, ბოლოს, როგორც ყოველთვის შევინახეთ ჩვენი ნამუშევრები და განვათავსეთ ბლოგზე.
... კიდევ ერთი სასიამოვნო დღე კოლეგებთან ერთად... და უსაყვარლესს ტრენერთან 💚

                                                                  💚💚💚