воскресенье, 31 марта 2019 г.

მეექვსე დღე

    დღეს გადავედით მეხუთე მოდულზე ( მოსწავლეთა პროექტის შეფასება) კიდევ ერთხელ გავეცანით განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას. შეფასების რუბრიკებს, განვიხილეთ სათითაოდ შეფასების ოთხი ტიპი (ანალიტიკური,ჰოლისტური, ზოგადი და კონკრეტული).
   ვიმუშავეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაზე,  ჯგუფური მუშაობის დაკვირვების ფურცელზე, აგრეთვე დავასრულე მოსწავლის ნიმუშის პრზენტაციაზე მუშაობა.
ტრენერმა შეგვიმოწმა ჩვენი პროექტის გეგმები, მომცა რამდენიმე მითითება, კერძოდ ჩემს მიერ  არჩეული ზოგადი კითხვა შევცვალე, შეფასების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები მაქვს შესაცვლელი, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ, რომ ჩემი პროექტი უკეთ წარმოვაჩინო.
 შემდეგ დავიწყე ელექტრონული გაზეთის შექმნაზე მუშაობა, შევარჩიე ინტერნეტიდან სურათები, საჭირო ინფორმაცია, გადმოვწერე და შევინახე რესურსებში.
ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და კარგი გამომივა.



суббота, 30 марта 2019 г.

მეხუთე დღე

          დღეს გავეცანით და ვიმუშავეთ  მესამე ( კავშირები) და მეოთხე (სასწავლო ნიმუშების შექმნა) მოდულზე, როგორც წინა დღეების მეცადინეობა დღესაც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო. 
გავეცანით საავტორო უფლებებს, რა არის საავტორო უფლება? რამდენხანს გრძელდება საავტორო უფლებები? ტრენერმა აგვიხსნა მასალების კანონიერ გამოყენებაზე. 
გავეცანით საავტორო უფლებების ქაოსს, გავაკეთეთ საავტორო უფლებების ტესტი, ძალიან მომეწონა,რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სკოლაში. 
 აგრეთვე ჩვენი პროექტისათვის გადმოვწერეთ რამდენიმე  საჭირო რესურსი, რომელიც შევინახეთ  რესურსებში და საჭიროების მიხედვით გამოვიყენებთ.
გავეცანით საძიებო სისტემებს, ძიების სინტაქსს. შევარჩიეთ რესურსებიდან მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშები და დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, ვფიქრობ  ძალიან კარგი გამოვა.

                                                                       ❤❤❤

воскресенье, 24 марта 2019 г.

მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღეს დავასრულეთ მეორე მოდული, დღე იყო შრომატევადი და სახალისო, თუმცა ძალიან ნაყოფიერი, განვიხილეთ და ვიმუშავეთ შეფასების მეთოდებზე და  შეფასების ინსტრუმენტებზე, ჩემი პოექტისთვის ავირჩიე შემდეგი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები:
პროექტის  დასაწყისში
  • გონებრივი იერიში
  • ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე დიაგრამა 
  • ასოციაციური რუკა
  • ცხრილი ვ.მ.ვ      
პროექტის მსვლელობისას
  • ჯგუფებზე დაკვირვება
  • დღიური
  • პრეზენტაცია
  •  ჩეკლისტები (თანამშრომლობის თვითშეფასება)
  • დღიურის წარმოების შეფასების ფორმა
  • პრეზენტაციის შეფასების ფორმა,  
პროექტის დასრულების შემდეგ
  • ვიცი, მინდა ვიცოდე ვისწავლე დიაგრამა
  • კედლის გაზეთი
  • ცხრილი ვ.მ.ვ  
  •  გაზეთის რუბრიკა
       აგრეთვე გავიხსენეთ პრეზენტაციისათვის სურათების  გადმოწერა და ჩასმა, შევქმენით ოთხი სლაიდი ( თემა, მიზანი, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და შეფასებები}და ავტვირთეთ Drive-ზე.
 მეგობრებო, ველოდები თქვენს კომენტარებს, მითითებებს და რჩევებს.
 💖მადლობა ქალბატონ ლიას დღევანდელი დღისათვის.💝😊


                              
          


суббота, 23 марта 2019 г.

მესამე დღე

     ტრენინგის მესამე დღეს გავიხსენეთ წინა ორი დღის ტრენინგზე გავლილ მასალებს, დავასრულე ბუკლეტი, გადავედით  შემდეგ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე,  ვიმუშავეთ წყვილებში, ჩემი მეწყვილე იყო ქალბატონი ციცინო მასწავლებელი, ჩვენ შეგვხვდა ორი კითხვა, რომელზეც მოვიფიქრეთ კითხვები, შემდეგ მოვუსმინეთ ერთმანეთს, ძალიან საინტერესო  იყო თითოეული მეწყვილეს პრეზენტაცია.
   აგრეთვე გადმოვწერეთ და შევინახეთ დამხმარე რესურსებში, სასწავლო გეგმის ჩეკლისტი.
 ეროვნული სასწავლო გეგმიდან ავირჩიეთ და ჩავსვით სტანდარტები ჩვენი პროექტის  გეგმაში.  მოვიფიქრე კითხვები ჩემი პროექტისთვის .
      ზოგადი
  •  როგორ მივიდე ერთი ადგილიდან მეორემდე?
      თემატური

  •        როგორ გადავწყვიტო, რომელი მარშრუტით ვიხელმძღვანელო?      
  შინაარსობრივი  
  •    რა მიზნით მოგზაურობთ?  
  •     როგორია თქვენი თვალით დანახული სვანეთი?
  •     რა გამოარჩევს ეს კუთხე დანარჩენი სხვა საქართველოს კუთხეებისაგან? 
  •     ეწვეოდით თუ არა განმეორებით? 
  •     რომელ კუთხეს იცნობთ? 
  •   გინახავთ თუ არა საქართველოს კუთხეები?  
  •    რა ინფორმაციას ფლობთ საქართველოს კუთხეების შესახებ?
 მიზნების განსაზღვრისას გამოვიყენე  21 - საუკუნის უნარ- ჩვევების რესურსი  გავეცანით განახლებულ ბლუმის ტაქსონომიის დონეებს.
  
                                              💓💓💓

воскресенье, 17 марта 2019 г.

მეორე დღე

       💚💙💚 ტრენინგის მეორე დღეს  გავეცანით და ვიმუშავეთ  ბუკლეტის შექმნაზე და მის გაფორმებაზე , ბოლოს შევინახეთ და ავტვირთეთ   ,, Drive ''- ზე.
   P.S.     ბოდიში, დღეს ვიყავი ძალიან პასიური 
                                 😒😒😒

суббота, 16 марта 2019 г.

პირველი დღე



  💔💓💓  ტრენინგის დასაწყისში გავიცანეთ ერთმანეთი, შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგ მოდულის შინაარსი, გაგვაცნო აგრეთვე თუ რას შევისწავლიდით  ტრენინგის მსვლელობის განმავლობაში. 
      განვიხილეთ პროექტი, ელექტრონული სახელმძღვანელო, შევქმენით  საქაღალდეები სადაც შევინახეთ სხვადასხავა  დამხმარე მასალა და პროექტის გეგმის შაბლონი, ასევე შევქმენით  საკუთარი  ბლოგი და დეტალურად  გავეცანით  მის მოხმარების წესს.
 ვფიქრობ, რომ პირველი დღე იყო ნაყოფიერი  და საინტერესო.
    ტრენინგზე მიღებულ ცოდნას აქტიურად გამოვიყენებ სკოლაში, სასწავლო პროექტების განხორციელებისას.💓💓💓


                                                            😊  😊 😊