суббота, 13 апреля 2019 г.

ინტელის ძირითადი კურსის რეფლექსია

    დღეს დავასრულეთ ინტელის ძირითადი კურსის ტრენინგი, ტრენინგის მსვლელობისას ვისწავლეთ  პროექტებით სწავლება, ტრენინგზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება, რომელიც დაგვეხმარება სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში. მოუსმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციებს, თითოეული კოლეგის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია იყო საინტერესო, განსაკუთრებით მომეწონა ლელა ბუთურიშვილის, თამარ ჭინჭარაულის, ლალი ბერიძის,  ციცინო ნათიძის, ქეთი პეტრიაშვილის, მადონა გველებიანის მიერ წარმოდგენილი პროექტი.
              შევაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები. დაუსვით კითხვები...
            ტრენინგი ჩემთვის საინტერესო იყო იმითაც, რომ გავიცანი საინტერესო კოლეგები.
 განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა ვუთხრა უსაყვარლეს ტრენერს, ქლბატონ ლია ნავროზაშვილს,რომელიც არის ძალიან გულისხმიერი და პროფესიონალი.
  და ბოლოს მინდა წარმატება ვუსურვო ყველა ჩემს კოლეგას,  როგორც პირად ისე პროფესიულ საქმიანობაში.

                                                                💔💙💚💛💜💔

სვანეთი

воскресенье, 7 апреля 2019 г.

მერვე დღე

 დღეს გადავედით მეშვიდე მოდულზე ( ფასილიტაცია ტექნოლოგიებით) გავიხსენეთ შეფასების სტრატეგიები. ვისწავლეთ, როგორ უნდა გაუწიოთ ფასილიტაცია მოსწავლეს, შევქმენით ფასილიტაციის საბუთი...
    ჩვენი ტრენინგის კიდევ ერთი საინტერესო და ნაყოფიერი დღის სასიამოვნო დასასრული, მართალია ძალიან დავიღალე, მაგრამ ვარ ძალიან კმაყოფილი, იმიტომ , რომ შემიძლია ვთქვა, რომ  ჩემს პროექტზე  მუშაობა თითქმის დავასრულე.
                                                          💓💓💓
  

суббота, 6 апреля 2019 г.

მეშვიდე დღე

        დღეს გადავედით მეექვსე მოდულზე ( დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის) როგორც წინა დღეების მეცადინეობა, დღესაც ძალიან შრომატევადი და საინტერესო დღე იყო. განვიხილეთ აღქმის სხვადასხვა სტილი, გავიხსენეთ  გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას, დიფერნციაციის სწავლების გათვალისწინებით  შევქმენით  დავალებები სხვადასხვა საჭიროების მქონე  მოსწავლეთათვის. სსმმ, არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის და ნიჭიერი მოსწავლისათვის, ბოლოს, როგორც ყოველთვის შევინახეთ ჩვენი ნამუშევრები და განვათავსეთ ბლოგზე.
... კიდევ ერთი სასიამოვნო დღე კოლეგებთან ერთად... და უსაყვარლესს ტრენერთან 💚

                                                                  💚💚💚

воскресенье, 31 марта 2019 г.

მეექვსე დღე

    დღეს გადავედით მეხუთე მოდულზე ( მოსწავლეთა პროექტის შეფასება) კიდევ ერთხელ გავეცანით განმავითარებელ და განმსაზღვრელ შეფასებას. შეფასების რუბრიკებს, განვიხილეთ სათითაოდ შეფასების ოთხი ტიპი (ანალიტიკური,ჰოლისტური, ზოგადი და კონკრეტული).
   ვიმუშავეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაზე,  ჯგუფური მუშაობის დაკვირვების ფურცელზე, აგრეთვე დავასრულე მოსწავლის ნიმუშის პრზენტაციაზე მუშაობა.
ტრენერმა შეგვიმოწმა ჩვენი პროექტის გეგმები, მომცა რამდენიმე მითითება, კერძოდ ჩემს მიერ  არჩეული ზოგადი კითხვა შევცვალე, შეფასების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები მაქვს შესაცვლელი, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებ, რომ ჩემი პროექტი უკეთ წარმოვაჩინო.
 შემდეგ დავიწყე ელექტრონული გაზეთის შექმნაზე მუშაობა, შევარჩიე ინტერნეტიდან სურათები, საჭირო ინფორმაცია, გადმოვწერე და შევინახე რესურსებში.
ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და კარგი გამომივა.



суббота, 30 марта 2019 г.

მეხუთე დღე

          დღეს გავეცანით და ვიმუშავეთ  მესამე ( კავშირები) და მეოთხე (სასწავლო ნიმუშების შექმნა) მოდულზე, როგორც წინა დღეების მეცადინეობა დღესაც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო. 
გავეცანით საავტორო უფლებებს, რა არის საავტორო უფლება? რამდენხანს გრძელდება საავტორო უფლებები? ტრენერმა აგვიხსნა მასალების კანონიერ გამოყენებაზე. 
გავეცანით საავტორო უფლებების ქაოსს, გავაკეთეთ საავტორო უფლებების ტესტი, ძალიან მომეწონა,რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სკოლაში. 
 აგრეთვე ჩვენი პროექტისათვის გადმოვწერეთ რამდენიმე  საჭირო რესურსი, რომელიც შევინახეთ  რესურსებში და საჭიროების მიხედვით გამოვიყენებთ.
გავეცანით საძიებო სისტემებს, ძიების სინტაქსს. შევარჩიეთ რესურსებიდან მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ნიმუშები და დავიწყეთ მუშაობა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე, ვფიქრობ  ძალიან კარგი გამოვა.

                                                                       ❤❤❤

воскресенье, 24 марта 2019 г.

მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღეს დავასრულეთ მეორე მოდული, დღე იყო შრომატევადი და სახალისო, თუმცა ძალიან ნაყოფიერი, განვიხილეთ და ვიმუშავეთ შეფასების მეთოდებზე და  შეფასების ინსტრუმენტებზე, ჩემი პოექტისთვის ავირჩიე შემდეგი შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები:
პროექტის  დასაწყისში
  • გონებრივი იერიში
  • ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე დიაგრამა 
  • ასოციაციური რუკა
  • ცხრილი ვ.მ.ვ      
პროექტის მსვლელობისას
  • ჯგუფებზე დაკვირვება
  • დღიური
  • პრეზენტაცია
  •  ჩეკლისტები (თანამშრომლობის თვითშეფასება)
  • დღიურის წარმოების შეფასების ფორმა
  • პრეზენტაციის შეფასების ფორმა,  
პროექტის დასრულების შემდეგ
  • ვიცი, მინდა ვიცოდე ვისწავლე დიაგრამა
  • კედლის გაზეთი
  • ცხრილი ვ.მ.ვ  
  •  გაზეთის რუბრიკა
       აგრეთვე გავიხსენეთ პრეზენტაციისათვის სურათების  გადმოწერა და ჩასმა, შევქმენით ოთხი სლაიდი ( თემა, მიზანი, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და შეფასებები}და ავტვირთეთ Drive-ზე.
 მეგობრებო, ველოდები თქვენს კომენტარებს, მითითებებს და რჩევებს.
 💖მადლობა ქალბატონ ლიას დღევანდელი დღისათვის.💝😊